კენზოს პირველ ჩვენებას სულ 50 კაცი ესწრებოდა, მათ უცნაური ხასხასა ტანისამოსი იხილეს, შეკერილი იაპონური ნაჭრებისგან კიმანოს სტილში. დარბაზში სიცილი ატყდა, მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ ვის ჩვენებას იგდებდნენ მასხრად…
ის დაიბადა 1939 წლის 27 თებერვალს ხიოგოს პროვინციაში, ხიმეის სასახლის ძირას მდებარე სოფელში. სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო ინგლისური ლიტერატურის შესწავლა კობე გიაბო-ს უნივერსიტეტში, მაგრამ პირველი სემესტრის შემდეგ მიატოვა სწავლა და გაემგზავრა ტოკიოში სამუშაოდ, იმისათვის რომ საკუთარი თავი ერჩინა კენზო მუშაობდა მღებავის თანაშემწედ და იღებდა 3000 იენას თვეში (რაც დაახლოვებით 7 დოლარი იყო იმ დროისთვის). ხშირად უწევდა ცხოვრება მაღაზიაში. მაგრამ მაინც ახერხებდა საღამოობით ევლო დაუსწრებელ კურსებზე დიზაინერებისთვის.ის იყო პირველი ბიჭი რომელიც მიიღეს Bunka Gakuen -ში (მოდელიორის უძველესი იაპონური სკოლა გოგონებისთვის)
მისი ოცნება პარიზში გამგზავრება იყო. მოგვიანებით მას ბედმა გაუღიმა, დაანგრიეს სახლი რომელშიც ის ცხოვრობდა, რისთვისაც მიიღო კომპენსაცია 350 ათასი იენი. 1 იანვარს 1965 წელს კენზო ჩავიდა მარსელში და ჩაჯდა მატარებელში, რომელიც პარიზისკენ მიემგზავრებოდა. ის არ საუბრობდა ფრანგულად, მას არ ქონდა არც სამსახური, არც ბინა, ის დუმდა, ათვალიერებდა, ისმენდადა ფიქრობდა…
პარიზი კენზოსთვის გადაშლილი წიგნი გახდა, ”მსოფლიოს არცერთ ქალაქში არ ვგრძნობ თავს ისე კარგად როგორც პარიზში” ამბობს კენზო, ”აქ ყველა ქვა, ყველა ღრუბელი, ყველა გამვლელი მეხმარება რაიმე ახლის შექმნაში. თუმცა მე სულით იაპონელი დავრჩი.” პარიზში 5 წლის ცხოვრების შემდეგ კენზო თავის თანაკურსელ ატსუკო კონდოსთან ერთად ხსნის ყველაზე მომხიბვლელ ბუტიკს პარიზში ”Jungle Jap”_ს. სწორედ მაშინ მოხდა ის პირველი ჩვენება, რომლითაც ჩვენ დავიწყეთ კენზოს ბიოგრაფიის მოყოლა.
70 იან წლებში მოდური იყო ტანზე მომდგარი სამოსი. მომდგარი მხრებით და მკლავებით. ”სხეულს სივრცე ჭირდება, როგორც ფიზიკური ასევე სულიერი” ამბობს კენზო. ეს სიახლე იყო ევროპისთვის. ყველა მათგანი კენზო, მიაკე, იამამოტო, კავაკუბო ქმნიან ფართე მოდელებს და ცდილობენ დაარღვიონ ევროპული მოდის სტანდარტი. ეს დიზაინერები აღიარებენ რომ ფართო ტანსაცმლისადმი სწრაფვა ყველა იაპონელისათვის გენეტიკურია, ვიწრო და რომ ტანზე მომდგარ სამოსში ისინი იხუთებიან.
თავისუფალი სამოსი რევოლუცია იყო ევროპულ მოდაში და როგორც ყველა რევოლუციას მასაც ქონდა წინაპირობა, გადაღლილ ევროპელებს აღარ უნდოდათ ვიწრო სილუეტიანი სამოსი, ისინი დაიღალნენ საკუთარი სხეულის დემონსტრირებით. კენზოს სტილი მაშინვე მონათლეს როგორც ”ახალი დეკონსტრუქტივიზმი” ” Couture Destructuree,” და ეს მიმდინარეობა ახალგაზრდა თაობის ხასიათს შეეფერებოდა. ახალგაზრდულმა მოდამ მას მალევე მოუტანა წარმატება, მის მოდელებში მაშინაც აღინიშნებოდა ფერთა სიმრავლე, ყვავილების და ნახატის შერწყმა. ზოლები, ბადეები, ყვავილები, ცხოველები ერთმანეთში ირეოდა წარმოუდგენელი კომბინაციებით. მისი სამოსი ლაღი და უდარდელი ცხოვრების შთაბეჭდილებას ტოვებდა. კენზო საკუთარ სტილს აფასებს როგორც Haute Couture, -ს დარღვევას. მის ტანისამოსში ერთმანეთს ერწყმის აღმოსავლური, ეთნიკური და თანამედროვე პარიზული სტილი. კენზო არ ცნობს ელვას, ღილებს, დუგმებს, გამოყვანილ გვერდებს და ვიტიჩკებს. რჩება მხოლოდ სწორი, თავისუფალი სტილი ფერების მრავალფეროვნებით და რითმით, რაც უცხო იყო ევროპული თვალისთვის.
ეს ბუტიკი ვიქტუარის მოედანზე მაშინვე ხდება ყველაზე მოდურ ადგილად პარიზში. 70 იან წლებს მოყვა 80იანი, როდესაც მსოფლიო გიჟდება ყველაფერზე, რაც მოდაშია. როდესაც შესაძლებელი გახდა დიზაინერების ყველაზე ავანგარდული ფანტაზიების განხორციელება. კენზო ხდება ერთ ერთი პირველი მოდელიორი, რომელმაც თავისი ჩვენება ფერად, მხიარულ შოუდ აქცია.
No comments:
Post a Comment