დომენიკო დოლჩე და ესტეფანო გაბანა არც ისე იშვიათად ერთმანეთში ერევათ, ზოგი ფიქრობს, რომ ძმები არიან, ისეთებიც არსებობენ, სულაც – ერთი კაცი რომ ჰგონიათ. დომენიკო დოლჩე 1958 წელს პალერმოში დაიბადა. ტანსაცმლის შექმნის პროცესზე შეყვარებული ადრეული ბავშვობიდან.გატაცებით ეხმარებოდა მამას ატელიეში. არც თუ მაღალი, სრული და წყნარი, მწვანეთვალება, უყვარს შავი ფერი (მკაცრი კათოლიკური აღზრდის შედეგი), და მყუდრო შინაური საღამოები.
სრულიად საწინააღმდეგოა სტეფანო გაბანა: 1963 წელს მილანში დაიბადა. მაღალი, კარგად აგებული, მომღიმარი და უშუალო, ტიპიური იტალიელი კაცი. სიყმაწვილიდანვე მოდის დევნაში ხარჯავდა ფულს, მერე და მერე კი ჰობი საყვარელ საქმედ გადაექცა. ეს ორი ადამიანი ბედისწერამ 1982 წელს, მილანში, ატელიეში მუშაობის დროს შეახვედრა.საბედისწერო ნაცნობობამდე თითოეული შემოქმედებითი და მოდის სიყვარულის საკუთარი გზით მიდიოდა. შემდეგ კი მსოფლიო მოდაში ორი, სრულიად სრულიად განსხვავებული, ქარიზმატული იტალიელი გაჩნდა, რომლებმაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დუეტი შექმნეს. უცნაურია, ასეთ განსხვავებულ ადამიანებს ამდენი საერთო რომ აღმოაჩნდათ: დომენიკოსაც სტეფანოსაც კლასიკური ფილმები, ბაროკოს ეპოქა და კაცები უყვარდათ…ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო! დოლჩე და გაბანა სიყვარულშიცა და ბიზნესშიც პარტნიორები გახდნენ. ერთმანეთს ავსებდნენ და მხარს უმაგრებდნენ და პირველი კოლექციის შექმნისთანავე მოდის სამყაროში ტრიუმფით შეაღეს კარი. არც შემოქმედებითი და არც პირადი ცხოვრების დეტალებს საიდუმლოდ არ ტოვებდნენ. 20 წლის მანძილზე ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ჰეტეროსექსუალური წყვილებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ.
დღეს სიყვარულმა მათი დუეტი დატოვა და ახლა ისინი მხოლოდ საქმეში არიან ერთად. ჰოდა, ეს ბიზნესი 80-იან წლებში ნულიდან დაიწყეს, თავიდან საჭმლის ფულიც არ ჰყოფნიდათ, ყოველდღიური მენიუ ბრინჯის ფაფისგან შედგებოდა და მხოლოდ სამი წლის შემდეგ, Milano Collezioni-ს ჩვენებაზე, შენიშნეს. ექსპრესიული გაბანას და თავშეკავებული დოლჩეს პირველ კოლექციას “ნამდვილი ქალი” ერქვა (1986 წ). მათი შემოქმედებაც ნამდვილი ქალის ძიებადაა მონათლული. 80-იანი წლების მოდაზე ისინი ამბობდნენ, რომ მოდა უფრო მახინჯი არასდროს ყოფილა, არანაირი სექსუალურობა, არანაირი სხეული!!!! – ამბობდნენ ისინი და ჩვენებაც ამ უსახური მოდელების გაპროტესტებას ჰგავდა.. დოლჩესა და გაბანას შთაგონების მთავარი წყარო ბრწყინვალე იტალიელი მსახიობები: სოფი ლორენი ჯინა ლოლობრიჯიდა და ანა მანიანი იყვნენ… თავად ბრენდი D&G კი1994 წელს წარადგინეს… მამაკაცის სამოსის, საცურაო კოსტიუმები, თეთრეული, აქსესუარები, ფეხსაცმელები, დახეული ჯინსების მოდა, ბიუსტჰალტერის საცვლიდან მშვენიერ სამოსად გადაქცივა, კოლექციებში წვრილწელიანი სამოსის შეტანა, მაქმანებიანი გრძელწინდები, გამჭვირვალე კაბა-კომბინაციები – სიახლით გაჟღენთილი ხაზები, და არა მარტო მაღალი მოდისთვის. პირველი არომატი Dolce&Gabbana Parfum 1992 წელს გამოვიდა და ქალბატონების გული ადვილად დაიპყრო; მოგვიანებით, 1996 წელს, Gabbana pour Homme ელეგანტური მამაკაცური არომატი გამოდის. ბრენდის ყველა სუნამო ულტრამოდურ ტენდენციებს იცავს, განკუთვნილია ახალგაზრდა და თანამედროვე აუდიტორიისთვის. 2006 წელს არომატს The One რეკლამას ჟიზელ ბიუნდჰენი უკეთებს. ხოლო 2008 წელს მამაკაცებისთვის გამოშვებულ The One for Man-ს კი – მეთიუ მაკკონაჰი. მილანური პატარა ატელიეს მილიონობით შემოსავლის მოდის იმპერიად გადასაქცევად წყვილს 10 წელიწადზე ნაკლები დრო დასჭირდა. დღეს ბრენდის კლიენტებს შორის არიან: მადონა, მონიკა ბელუჩი, ბიონსე, კაილი მინოუგი, ვიქტორია ბეკჰემი,იზაბელა როსელინი, დემი მური, ნიკოლ კიდმანი და ბევრი, ბევრი სხვა და შემოსავალიც მილიონებს ითვლის.
No comments:
Post a Comment