Search This Blog

Showing posts with label დიზაინერები. Show all posts
Showing posts with label დიზაინერები. Show all posts

Friday, April 1, 2011

Gabrielle Coco Chanel

გაბრიელ  კოკოშანელი (Gabrielle  “Coco” Chanel ) დაიბადა 1883 . 19 აგვისტოს სომიურში, სამხრეთ საფრანგეთი. მას ყავდა ორი და და სამი ძმა.12 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა და გაბრიელი ბავშვთა სახლში წაიყვანეს. მას ზრდიდნენ მონაზვნები და ასწავლიდნენ კერვას.რომ გაიზარდა, მუშაობა დაიწყო ტანსაცმლის მაღაზიაში, მღეროდა კაბარეში. მან გაიცნო ფრანგი მილიონერი ეტენ ბალზანი, ხოლო მოგვიანებით შეხვდა ინგლისელ არტურ კაპელს. ამის შემდეგ მას უკვე შეეძლო საკუთარი მაღაზიების გახსნა.

შანელმა დაიწყო ქუდების შექმნა პარიზში, სადაც ქუდების პირველი მაღაზია გახსნა 1910 . შემდეგ გახსნა მაღაზიები დოვილში და ბიარიცში. ამ პერიოდში დაიწყო ტანსაცმლის კერვა და 1916 . გახსნა მაღალი მოდის სალონი ბიარიცში, ხოლო 1920 . გადავიდა პარიზში.

შანელმა ქალის და მამაკაცის ტანსაცმლის ელემენტები გააერთიანა და შექმნა განსხვავებული სტილი ქალისთვის. თუმცა შანელი არ იყო ფემინისტი, პირიქით, ის მუდამ საუბრობდა ქალურობაზე და არა ფემინიზმზე. დიზაინშიც ქალურობას უსვამდა ხაზს.

1920–იან წლებში შანელის პატარა შავი კაბა იყო რევოლუციური დიზაინი.ის პოპულარული გახდა პრაქტიკული ტანსაცმლით და საფირმო კოსტიუმით. შანელის ჟაკეტი არის მისი დიზაინერული ფილოსოფიის სიმბოლო.

შანელი ამბობდა: „მოდა მიდის, სტილი რჩებადაინოვაცია! ვერ იქნები მუდამ ინოვაციური. მე მსურს, შევქმნა კლასიკა“. და მან შექმნა მუდმივი მოდა. ის დაკავშირებული აღმოჩნდა იმ დროინდელ ახალ მოძრაობასთან, რომელშიც შედიოდნენ პიკასო, სტრავინსკი და კოკტო. ხელოვანთა მსგავსად, მანაც დაანგრია ძველი ფორმულები და გამოიგონა თვითგამოხატულების ახალი გზა. კოკტომ ერთხელ მასზე თქვა, რომ ის არის საოცრება, მუშაობს რა მოდაში იმ წესების მიხედვით, რაც ღირებულად მიიჩნევა მხოლოდ მხატვრებისთვის, მუსიკოსებისა და პოეტებისთვის.

შანელი ყოველთვის ამბობდამოდა არ არის უბრალოდ ტანსაცმელი. მოდა ჰაერშია, ქარს მოაქვს. მას ინტუიციით ხვდებიან. ის არის ცაში და გზაზე.“ ის თვითონ იყო სტილის სიმბოლო თავისი უბრალო და გემოვნებიანი ჩაცმულობით, დიდი აქსესუარებით და მარგალიტის მძივებით; ატარებდა მოკლე ვარცხნილობას, პატარა ქუდებს და მზის სათვალეებს.მისი სტილი არის კლასიკური და თან მოხდენილი, კომფორტული, ელეგანტური.მან პირველმა გახადა შავი ფერი მოდურად.

1921 . გამოვიდა შანელის სუნამო Chanel No. 5. ეს არ იყო უბრალოდ სუნამო, არამედ ქონდა თხევადი ოქროს ფორმა არტ დეკოს სტილის ბოთლში. ეს იყო პირველი სუნამო, რომელიც ატარებდა დიზაინერის სახელს. ეს სუნამო სარგებლობს მუდმივი წარმატებით მის გამოგონების შემდეგ და არის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სუნამო.

შანელამდე ქალის სუნამო იყო მონოარომატული. მან კი შექმნა რთული, სინთეზური Chanel No. 5, რომელსაც არ ქონდა რომელიმე ერთი ყვავილის სუნი.პარფიუმი ასახავდა შანელის პიროვნებას, რაღაც აბსტრაქტულს და უნიკალურს. მერლინ მონრომ თქვა: „ძილის წინ ყოველთვის ვიპკურებ ორ წვეთ Chanel No. 5“.

შანელის ბიზნესი შეწყვიტა ჯერ პირველმა და შემდეგ მეორე მსოფლიო ომებმა. ომის წლებში ის თავს აფარებდა შვეიცარიას; მოდის ბიზნესს ხელახლა, 1953 . დაუბრუნდა.

შანელი თანამშრომლობდა ჰოლივუდთან, აცმევდა ცნობილ მსახიობებს.

კოკო შანელს ჰქონდა რამდენიმე გახმაურებული რომანი, თუმცა არასოდეს გათხოვილა. ცხოვრობდა პარიზში, სასტუმრო რიცის აპარტამენტში.

კოკო შანელი გადაიცვალა 1971 . 10 იანვარს, 88 წლის ასაკში, სასტუმრო რიცის თავის ოთახში, პარიზში. მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა ასისტენტებმა გააგრძელეს მისი საქმე.

1983 წლიდან კი შანელის სახლის დიზაინერია კარლ ლაგერფელდი, რომელმაც შანელს კიდევ უფრო მეტად გაუთქვა სახელი და კომპანია კიდევ უფრო მომგებიანი გახადა.


link:

Tokada Kenzo

კენზოს პირველ ჩვენებას სულ 50 კაცი ესწრებოდა, მათ უცნაური ხასხასა ტანისამოსი იხილეს, შეკერილი იაპონური ნაჭრებისგან კიმანოს სტილში. დარბაზში სიცილი ატყდა, მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ ვის ჩვენებას იგდებდნენ მასხრად

ის დაიბადა 1939 წლის 27 თებერვალს ხიოგოს პროვინციაში, ხიმეის სასახლის ძირას მდებარე სოფელში. სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო ინგლისური ლიტერატურის შესწავლა კობე გიაბო- უნივერსიტეტში, მაგრამ პირველი სემესტრის შემდეგ მიატოვა სწავლა და გაემგზავრა ტოკიოში სამუშაოდ, იმისათვის რომ საკუთარი თავი ერჩინა კენზო მუშაობდა მღებავის თანაშემწედ და იღებდა 3000 იენას თვეში (რაც დაახლოვებით 7 დოლარი იყო იმ დროისთვის). ხშირად უწევდა ცხოვრება მაღაზიაში. მაგრამ მაინც ახერხებდა საღამოობით ევლო დაუსწრებელ კურსებზე დიზაინერებისთვის.ის იყო პირველი ბიჭი რომელიც მიიღეს  Bunka Gakuen -ში (მოდელიორის უძველესი იაპონური სკოლა გოგონებისთვის)

მისი ოცნება პარიზში გამგზავრება იყო. მოგვიანებით მას ბედმა გაუღიმა, დაანგრიეს სახლი რომელშიც ის ცხოვრობდა, რისთვისაც მიიღო კომპენსაცია 350 ათასი იენი. 1 იანვარს 1965 წელს კენზო ჩავიდა მარსელში და ჩაჯდა მატარებელში, რომელიც პარიზისკენ მიემგზავრებოდა. ის არ საუბრობდა ფრანგულად, მას არ ქონდა არც სამსახური, არც ბინა, ის დუმდა, ათვალიერებდა, ისმენდადა ფიქრობდა

პარიზი კენზოსთვის გადაშლილი წიგნი გახდა, ”მსოფლიოს არცერთ ქალაქში არ ვგრძნობ თავს ისე კარგად როგორც პარიზშიამბობს კენზო, ”აქ ყველა ქვა, ყველა ღრუბელი, ყველა გამვლელი მეხმარება  რაიმე ახლის შექმნაში. თუმცა მე სულით იაპონელი დავრჩი.” პარიზში 5 წლის ცხოვრების შემდეგ კენზო თავის თანაკურსელ ატსუკო კონდოსთან ერთად ხსნის ყველაზე მომხიბვლელ ბუტიკს პარიზში ”Jungle Jap”_. სწორედ მაშინ მოხდა ის პირველი ჩვენება, რომლითაც ჩვენ დავიწყეთ კენზოს ბიოგრაფიის მოყოლა.

70 იან წლებში მოდური იყო ტანზე მომდგარი სამოსი. მომდგარი მხრებით და მკლავებით. ”სხეულს სივრცე ჭირდება, როგორც ფიზიკური ასევე სულიერიამბობს კენზო. ეს სიახლე იყო ევროპისთვის. ყველა მათგანი კენზო, მიაკე, იამამოტო, კავაკუბო ქმნიან ფართე მოდელებს და ცდილობენ დაარღვიონ ევროპული მოდის სტანდარტი. ეს დიზაინერები აღიარებენ რომ ფართო ტანსაცმლისადმი სწრაფვა ყველა იაპონელისათვის გენეტიკურია, ვიწრო და რომ ტანზე მომდგარ სამოსში ისინი იხუთებიან.

თავისუფალი სამოსი რევოლუცია იყო ევროპულ მოდაში და როგორც ყველა რევოლუციას მასაც ქონდა წინაპირობა, გადაღლილ ევროპელებს აღარ უნდოდათ ვიწრო სილუეტიანი სამოსი, ისინი დაიღალნენ საკუთარი სხეულის დემონსტრირებით. კენზოს სტილი მაშინვე მონათლეს როგორცახალი დეკონსტრუქტივიზმი  ” Couture Destructuree,”  და ეს მიმდინარეობა ახალგაზრდა თაობის ხასიათს შეეფერებოდა.   ახალგაზრდულმა მოდამ მას მალევე მოუტანა წარმატება, მის მოდელებში მაშინაც აღინიშნებოდა ფერთა სიმრავლე, ყვავილების და ნახატის შერწყმა. ზოლები, ბადეები, ყვავილები, ცხოველები ერთმანეთში ირეოდა წარმოუდგენელი კომბინაციებით. მისი სამოსი ლაღი და უდარდელი ცხოვრების შთაბეჭდილებას ტოვებდა. კენზო საკუთარ სტილს აფასებს როგორც Haute Couture, - დარღვევას. მის ტანისამოსში ერთმანეთს ერწყმის აღმოსავლური, ეთნიკური და თანამედროვე პარიზული სტილი.   კენზო არ ცნობს ელვას, ღილებს, დუგმებს, გამოყვანილ გვერდებს და ვიტიჩკებს. რჩება მხოლოდ სწორი, თავისუფალი სტილი ფერების მრავალფეროვნებით და რითმით, რაც უცხო იყო ევროპული თვალისთვის.

ეს ბუტიკი ვიქტუარის მოედანზე მაშინვე ხდება ყველაზე მოდურ ადგილად პარიზში. 70 იან წლებს მოყვა 80იანი, როდესაც მსოფლიო გიჟდება ყველაფერზე, რაც მოდაშია. როდესაც შესაძლებელი გახდა დიზაინერების ყველაზე ავანგარდული  ფანტაზიების განხორციელება. კენზო ხდება ერთ ერთი პირველი მოდელიორი, რომელმაც თავისი ჩვენება ფერად, მხიარულ შოუდ აქცია.