Search This Blog

Saturday, April 16, 2011

All About Georgian Fashion Week

საქართველოს მოდის კვირეული 3 აპრილს დასრულდა მაგრამ მოდით არ გვინდა ბოლოდან დაწყება. 
#1

მოდის კვირეულის პირველი დღე ბასტიენ დე ალმეიდამ თავისი ვინტაჯ კაბების გამოფენით გახსნა. კაბებზე გავიგე უამრავი აზრი ზოგს მოეწონა ზოგს არა მაგრამ მე პირადად რამოდენიმე კაბამ ნამდვილად მომხიბლა. რა თქმა უნდა კაბები ძველია მაგრამ ამ კაბებსაც ხომ რაგაც ისტორია მოსდევთ და ისიც თავის საიდუმლოებებს მალავენ.:)

# 2
მეორე დღე გოგა ნიქაბაძემ გახსნა თავისი პატარა შოუთი:) გიორგი ნაზღაიძე გააცოცხლეს და ესე დაიწყო ჩვენება ძალიან საინტერესო ფეხსაცმლით პალტოებით და უცნაური ფერების შეხამებით. კოლექცია მთლიანობაში კარგი გამოვიდა თუ არ ჩავთვლით ერთ კაბაში გამოყენებულ საშინელ ვარდისფერს. ამ ფერის გამოჩენა ნამდვილად ცოტა უცნაური იყო.
ოჰ ეს ფერიიიიიიიიიიიიიი

 ფეხსაცმელი.
ზალიკო ბერგერმა ძალიან საინტერესო კაბები გამოიტანა ჩვენებაზე. ამდენს ნამდვილად არ მოველოდი.

   
  ჩემი აზრით ძალიან თემიდან ამმოვარდნილი იყო ანუკა ქებურიას ჩვენება, მესმის რომ ყველა ჩვენებაზე გამოტანილი ტანისამოსი არ შეიძლება იყო ready to wear მაგრამ ამ პარკებში ის ტენდენციები და დეტალები ვერ დავინახე რაც შეიზლება რომ ყოველ დღიურობაში გადმოვიტანოთ.
 

შემდეგი იყო მარკო კორსო მაგრამ მოდის კვირეულის უცხოელ დიზაინერებზე შემდეგ ბოლოს მოგიყვებით. ახლა კი ჩემ ფავორიტ დიზაინერზე მინდა ერთი ორი სიტყვა ვთქვა . ანუ გიორგი ფანცულაიაზე .


მისმა ნიჭიერებმა ზოგზოგიერთში გაღიზიანება რატომ გამოიწვია ? იმიტომ რომ ის ნამდვილად ძალიან ნიჭიერია. მისი იაპონურ-ჩინური თემა ძალიან მომეწონა, მომეწონა ასევე ფერების ჰაეროვნება და ქსოვილის სინაზე.

#3
დღე მესამე აშკარად ფავორიტებით იყო დატვირთული. აკა ნანიტაშვილი , ტატა ნიკოლაიშვილი და დათუნა სულიკაშვილი.
აკამ ნამდვილი სილამაზე და ჰაეროვნება შემოიტანა საქართველოს მოდის კვირეულზე. მაქმანებით გაწყობილი თეთრი კაბები ლამაზი ფერები , გამჭვირვალე სამოსი.


ტატამ კი უცნაური სამოსი შემოგვთავაზა მან კოსტუმები შემოატრიალა და ასე გამოიტანა კვირეულზე.


დათუნასთან იყო ფერების ბუმი და საოცარი სანახაობა.


#4
დღე 4 ანუ ბოლო დღე , რა თქმა უნდა მოდის კვირეულის ბოლო დღე, ამ დღეს მე პირადად გამოვარჩებ მატერიას და ქეთი ჩხიკვაძეს.

MATERIA
მატერია - შოკის მომგვრელი ლეგინსები.




ქეთი

გამიკვირდა საერთომ რომ კოლექციებში არ გამოჩნდა ბეწვი , ქეთიმ კი თითქოს ეს ჩემი ფიქრი გაიგო.


# უცხოელი დიზაინერები.

საოცარია , მაგრამ ყველა ქართველი დიზაინერი ჯობდა უცოხელ დიზაინერებს. როგორც მოგეხსენებათ წელს სამმა უცოხელმა დიზანიერმა მიიღო მოდის კვირეულში მონაწილეობა, პირველი იყო მარკო კორსო , მარკოზე არ შემიძლია ძალიან ცუდი ვთქვა რადგან იმ დანარჩენ ორს ნამდვილად ჯობდა.

NUR - სომეხი დიზაინერია რომელიც აქსესუარებზე მუშაობს მაგრამ მემგონი საერთოდ უნდა დაანებოს ამ პროფესიას თავი.


Fakhriya Khalafova - აზერბალიჯანელი დიზაინერია მისი კაბები კი თვლებიანი ფერადი და ჭრელა-ჭრულააა. 


# ორგანიზება

ახლა კი მინდა ორგანიზებაზე ვისაუბრო. როგორც დარბაზი რუსთაველის თეატრი ნამდვილად ამართლებს მაგრამ აქვს რუსთაველის თეატრს მეორე დარბაზიც რომ იქაც ჩატარდეს ჩვენება. არ შეიძლება 3 დანიშნული ჩვენება დაიწყოს 4-ის ნახევარზე ან რამე მსგავსი. ისიც მაინტერესებს რატომ აპირებდნენ ორგანიზატორები პრესის წყურვილით ამოხოცვას ?! ნუთუ არ დავიმსახურეთ 3 საათიდან 9 საათამდე იქ მყოფება წყალი ან რამე მსგავსი. კიდევ არ შეიძლება დარიგდეს მოსაწვევები იმ ადამიანებზე ვისაც თვითონ ჩვენება არც კი აინტერესებს და არც კი უყურებენ. მოდაშია კვირეულზე სიარული?!

TOP MODEL IN FASHION WEEK :
ANI


 

 


No comments:

Post a Comment