Search This Blog

Thursday, March 24, 2011

სად არის მოდის ცენტრი, მოდის ისტორია

მოდის ისტორია ისეთივე ძველია როგორც ჩაცმულობის. ტანსაცმელი, ბუნებისგან თავდასაცავად, ჯერ კიდევ, პირველყოფილმა ადამიანმა, «გამოიგონა»… დროთა განმავლობაში კი, კაცობრიობამ, სამოსის ესთეტიურ ფორმებზე ზრუნვაც დაიწყო
სად იყო და არის მოდის ცენტრი? რა თქმა უნდა, არა ყველგან
-ალბათ, პარიზში! – გვიპასუხებთ… – თუმცა, მოდა სენის ნაპირზე ნამდვილად არ დაბადებულაიქ მოხვედრამდე მან იტალია, ესპანეთი მოგვიანებით კი ინგლისი გადასერააღსანიშნავია, რომ, მოდას, ოდითგანვე, პოლიტიკასთან ჰქონდა კავშირი.. იტალიის წვლილი, მოდის ისტორიის განვითარებაში, რენესანსის ეპოქაზე, ქალაქებისა და სახელმწიფოების აყვავების ხანაზე მოდის.
XIII საუკუნიდან მოყოლებული, იტალიაში, უკვე ძვირფას აბრეშუმის ნაჭერს ამზადებდნენ, მილანში კი ბარხატის წარმოება ვითარდებოდამოდის ცენტრად, როგორც წესი, იმ ქალაქსა თუ ქვეყანას თვლიდნენ, სადაც ძვირფასი ქსოვილი იწარმოებოდა. ამის მაგალითია, აბრეშუმის ქალაქი ლიონი და მისი პირდაპირი კავშირი ფრანგული მოდის მეფობასთან.
ბურგუნდიაც, განსაკუთრებული ქსოვილის წარმოების მეოხებით, ათასწლეულების განმავლობაში, იძლეოდა ტონს ევროპულ მოდაში. თუმცა, ეს ეპოქაც დასრულდა და ბურგუნდია ესპანეთმა ჩაანცვლა. იმ პერიოდში გამეფებულმა შავმა ფერმა, ქვეყნის მმართველთა უდიდესი მოწონება დაიმსახურა. 1600 წლის შემდეგ, ესპანეთის პოლიტიკური ჰეგემონია, შეირყა. სიმძიმის ცენტრმა საფრანგეთში გადაინაცვლა და მოდაშიც, სიცოცხლით სავსე პარიზი გამეფდა. კაზანოვა წერდა: «პარიზი ერთადერთი ქალაქია, მსოფლიოში, რომლის სახეც ყოველ ხუთ-ექვს წელიწადში მთლიანობაში იცვლებაო».
XIII საუკუნიდან მოყოლებული, პარიზისთვის, მოდის სფეროში, ახალი კონკურენტილონდონი, გაჩნდაკონკურენცია იმდენად ძლიერი იყო, რომ, ერთ-ერთი გერმანელი მწერლის, 1768 წელს გაკეთებულ ჩანაწერში ვაწყდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ანგლომანიით «შეპყრობილი», ყველაზე მეტად, სწორედ, პარიზი ყოფილაინგლისური მოდის ტენდენციები მთელ ევროპასაც მოედო. სპორტული პალტო და სამოსი წვიმიანი ამინდისთვის, მაგალითად, იყო და რჩება ბრიტანულ «კუთვნილებად» მოდაში. თუმცა, პარიზი მაინც მოდის ცენტრია. XX საუკუნის ორი ყველაზე ცნობილი მოდელიორიმადამ სკაპარელი და ნინა რიჩი, იყვნენ იტალიელები, მაგრამ იტალიელები პარიზში. XIX საუკუნის ორი წარმატებული ინგლისელი მოდელიორი ვორტ და რედფერიც, იყვნენ «ინგლისელები პარიზში»…
პარიზის გეოგრაფიული მდებარეობა, ტექსტილის წარმოების განვითარებული ტექნიკა და გამოცდილი მკერავების პროფესიონალიზმი, მოდის ცენტრის სიძლიერეს და წარმატების საიდუმლოს წარმოადგენდა.
ასე იქცა თავისუფალი და მსუბუქი პარიზი მსოფლიო მოდის ცენტრად იქცაცენტრად, სადაც, დღემდე, არა ერთი სიახლე თუ ექსცენტირული იდეა იბადებაამ იდეებს კი მსოფლიო იტაცებსრიგ შემთხვევაში, განსხვავებულ ინტერპრეტაციებს ქმნის და მოდის მოყვარულებს ახალი სახითაც წარმოუდგენს ხოლმე


No comments:

Post a Comment