Search This Blog

Monday, June 20, 2011

რატომ ავირჩიე თემა "მოდა"

            ჩემი მიზანი იყო ამერჩია ისეთი თემა, რომელიც ერთნაირად დააინტერესებდა ყველა თაობის ადამიანს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა ბლოგი "ყველაფერი მოდის შესახებ". დღესდღეობით მოდას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბევრი ადამიანის ცხოვრებაში. ბევრი ამბობს რომ მოდას არ მისდევს, მაგრამ ჩემი აზრით, ადამიანი თავისდაუნებურად  ექცევა მოდის ზეგავლენის ქვეშ. ამ საიტზე მე განვათავსე სხვადასხვა სახის ინფორმაცია როგორიც არის მოდის ისტორია, მოდური ტერმინები, ცნობილი დიზაინერები, fashion week-ები და ასე შემდეგ. იმედი მაქვს საინტერესო ბლოგი გამომივიდა.

Sunday, June 19, 2011

ტერმინი "მოდა"

                მოდა  ტერმინი,  გამომსახველობის გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.