Search This Blog

Thursday, January 20, 2011

აქტუალური სპორტულ-კლასიკური სტილი და "ვადაგასული" თეთრი საქორწინო კაბა

თუ გასულ წელს მინი ქვედაბოლოები და მკაცრი პიჯაკები იყო აქტუალური, 2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში მსგავსი ტენდენციები აღარ შეინიშნება. როგორი სამოსია წელს მოდაში? რა ფერის ტანსაცმელი უნდა მოვირგოთ და როგორი აქსესუარები უნდა შევუხამოთ ჩვენს აცმულობას?_ ამ და სხვა კითხვებზე პასუხს დიზაინერი ნანა მელქაძე გაგვცემს.

_ამ სეზონზე მოდაში სპორტულ-კლასიკური სტილია. ხშირად, დიზაინერები სპორტულ სტილს კლასიკურადაც გარდავქმნით ხოლმე. მაგალითად ყოველთვის მოდურია ჯინსის შარვალზე მორგებული თეთრი პერანგი. იგივე პერანგი შესაძლოა, კლასიკურ შარვალსა და ქვედაბოლოსაც შუვუხამოთ, ოღონდ ამ დროს სასურველია, ქალბატონს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვას.
_უფრო კონკრეტულად წელს როგორი ქვედაბოლო და შარვალია მოდაში?
_ძალზე მოდურია ვიწრო, ოვალური შარვალი, ეგრეთწოდებული გალიფე, ბანანი. ასეთი სტილის შარვალი აუცილებლად, თხელი ქსოვილისგან უნდა იყოს შეკერილი, რათა სამოსი ტანზე ლამაზად "დაჯდეს".რაც შეეხება ქვედაბოლოს, ის ან მინი უნდა იყოს, ან გრძელი და "ფართხუნა".
_ახლა გამოსაშვები საღამოების სეზონია. ალბათ, ბევრი გთხოვთ საღამოს კაბის შეკერვას. რას გვირჩევ, როგორი სტილის კაბა უნდა შევიკეროთ?
_საღამოს კაბა გრძელი და ჰაეროვანი უნდა იყოს. კარგი იქნება, თუ ამისთვის მკვეთრი ფერის, ძვირად ღირებულ ქსოვილს გამოვიყენებთ. სასურველია, საღამოს კაბა ბაბთებით, ქამრით, ყვავილებითა და ტყავის ვარდებით იყოს გაწყობილი. თუ ქალბატონს კარგი აღნაგობა აქვს, მაშინ შეუძლია, საღამოს მაქსიმალურად მოკლე კაბაც ჩაიცვას.
_მაინც რა ფერის სამოსს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა?
_მოდაშია ფირუზისფერი, ცისფერი, ლურჯი, კრემისფერი, შავი, თეთრი და ვარდისფერი. სამოსის შერჩევისას ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა მასალისგანაა შეკერილი. გირჩევთ ამ სეზონზე უპირატესობა შიფონსა და აბრეშუმს მიანიჭოთ.
_იმისთვის რომ ადამიანი კარგად გამოიყურებოდეს, მას კარგი ფეხსაცმელიც უნდა ეცვას...
_რა თქმა უნდა! წელს ორიგინალურ ქუსლიანი, ტყავის ან ზამშის ფეხსაცმელია მოდაში. ასევე, ძალიან მდიდრულია თასმებითა და ქამრებით მორთული ბერძნული სტილის სანდლები.
_რაც შეეხება საქორწინო კაბებს, ამ მხრივ თუა რაიმე სიახლე?
_წელს თეთრი საქორწინო კაბა აქტუალური აღარ არის. საპატარძლოს კრემისფერი ან ოქროსფერი სამოსის ჩაცმას ვურჩევ. ასეთი კაბებისათვის შიფონის, აბრეშუმის, ტაფტის ქსოვილებს ვიყენებთ, რომლებსაც სვაროვსკისა და კიდევ სხვა ძვირფასი თვლებით ვაწყობთ.
_როგორც ვიცი, რამდენიმე დღის წინ ფოტოგადაღება გქონდა. რა კოლექცია გადაიღეთ?
_ფოტოგადაღება სტუდია "სლიდში" მოეწყო. ფოტოგრაფმა საშა პრიშვინმა ფირზე გაზაფხული-ზაფხულის კკოლექციის კოქტეილის კაბები აღბეჭდა. მოგეხსენებათ, კრისტი ყიფშიძე ჩემი სალონის სახეა და შესაბამისად, გადაღებისას ყველა კაბა სწორედ მან მოირგო. 


     ჟურნალი "გზა" 
ჟურნალისტი: ნათია ჟივიძე

Sunday, January 2, 2011

მაკოვსკი, ფ.
თანამედროვე ფოტო-ელემენტები // . - 1940. - N6. - გვ.33-37[MFN: 9282]
UDC:  77
მატიანის რუბრიკა:  ხელოვნება.