Search This Blog

Tuesday, February 8, 2011

ტრენდები საშემოდგომო აქსესუარებში

1. ფერები – ინსტაილი გვირჩევს რომ “გავშემოდგომისფერდეთ”
დასრულდა ჭყეტელა ფერების სეზონი, აირჩიეთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები შემოდგომის ფერებში
2. მარგალიტი – სეზონის ტრენდია, აუცილებლად ჩართეთ ის თქვენს აუტფიტში. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს რომ ხვალიდან გარეთ გავიდე და ყველას მარგალიტი გეკეთოთ, ყველაფერს მოხდენა და შეთავსება სჭირდება. ყველას არ მოუხდება ეს დეტალი და არც სცადოთ :)
3. გაამსხვილეთ – გააბოლდეთ შტრიხები
მინიმალისტური შტრიხები რომლებიც აქამდე დომინირებდა, მაქსიმალურად იცვლება დაცილებით უფრო უხეში და პრიალა დეტალებით.
4. ჩათბუნულ – კომფორტული
წინ ცივი ზამთარი მოდის, რაც თავისთავად გულისხმობს ტანსაცმლის არჩევია გაძნელებას, ეს არ მინდა გავიყინები, ამას ვერ ჩავიცმევ შემცივდება- პერიოდი.
თუმცა დიზაინერები არც ცივ ზამთარს ერიდებიან და გთავაზობენ ჩათბუნულ პალტოებს, ჩექმებს, ქუდებს და ჩანთებსაც კი
5. შტრიხები
ნაზი ქსოვილი, რომელიც ეკვრება თქვენს სამოსს თუ აქსესუარს მოდურს და თანამედროვეს ხდის მათ
6.  Military
გაიხარეთ ვისაც გიყვართ მილიტარი დეტალები და ქსოვილები. მე პირადად სასტიკად არ მიყვარს :( ამ შემოდგომაზე ის მოდაშია …

No comments:

Post a Comment