Search This Blog

Monday, February 7, 2011

როგორი გოგონები მოსწონს "მისტერ საქართველოს"

რატომღაც საქართველოში მოდელ მამაკაცებს ყველა თუ არა, საზოგადოების ნაწილი მაინც კარგი თვალით არ უყურებს. თავის დროზე ჩატარებულ "მისტერ საქართველოს" კონკურსსაც გამოუჩდნენ :ოპონენტები". 19 წლის გიორგი ობელაძე (რომელიც სამოდელო სფეროში "მისტერ საქართველოს" კონკურსში გამარჯვების შემდეგ ჩაერთო), როცა საჭიროა, მოდელის პროფესიას სერიოზულად ეკიდება, ჩვენებებში მონაწილეობს. ის შინიდან მოუწესრიგებელი არ გადის-სურს, "მისტერ საქარტველოს" ტიტული გაამართლოს.

_"მისტერ საქართველოდ" ყოფნა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა . მნიშვნელოვანია როგორ მოვიქცევი, რადგან ჩემს უკან მთელი საქართველო დგას. ეს, ცოტა არ იყოს რთულია" ხალხში ეჭვები რომ არ გაჩნდეს, შინიდან მოუწესრიგებელი ვერ გავალ. მინდა, იმ ტიტულს ვიმსახურებდე , რომელიც მაქვს. გარდა ამისა, სასიამოვნო და საამაყოა, როცა მაგალითად, ქუჩაში მცნობენ.
_ხალხისგან არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება თუ გიგრძვნია?
_არა
_არასოდეს?
_ყოველ შემთხვევაში, იმ ხალხისგან არა ვინც ჩემს გარშემოა: მეგობრები, ნათესავები, ძმაკაცები, დაქალები.... იმის გამო , რომ მისტერ საქართველოს კონკურსში ვმონაწილეობდი, მათგან უარყოფითი დამოკიდებულება არ მიგრძვნია.
_გოგონები შენს მოდელობას როგორ აღიქვამენ?
_ჩემი აზრით, ეს ფაქტი ყველა ნორმალურმა ადამიანმა ჩვეულებრივად უნდა აღიქვს. მოდელობაც ერთ-ერთი პროფესიაა. სხვის საქმიაანობას ყველამ პატივი უნდა სცეს, მაგრამ რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია ქვეყანაზე.  მიმაჩნია, რომ მოდელი მამაკაცი ვაჟკაცური, სიმპათიური, არტისტული უნდა იყოს. ალბათ, ქართული მენტალიტეტის გამო, ხალხში მუსირებს აზრი, რომ მოდელი ბიჭები არამამაკაცურები არიან. "მისტერ საქართველოში" ძალიან კარგი, საინტერესო კონკურსანტები იყვნენ და მათზე ვინმემ აუგი რომ თქვას, არ ვაპატიებ (იცინის)! ვინც მიცნობს, ცუდის თქმას ვერ შემკადრებს, რადგან იციან, როგორი პიროვნება ვარ.
_მოდელის პროფესიას სერიოზულად ეკიდები, თუ ეს საქმე შენთვის უბრალოდ, ჰობია?
_ვერ ვიტყვი, რომ ჰობია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ პროფესიაა. როცა საჭიროა, ამ საქმეს სერიოზულად ვეკიდები. ჩემს მომავალ პროფესიას რაც შეეხება, "ჯავახიშვილში", ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ვსწავლობ. ასე რომ მოდელობა მეორადი პროფესიაა.
_"მისტერ საქართველოს" კონკურსში მონაწილეობამდე მოდელი იყავი?
_არა. კონკურსის შესახებ ტელეეკრანიდან გავიგე. თავდაპირველად მონაწილეობა არ მინდოდა. განა იმიტომ რომ ეს ცუდია, უბრალოდ სურვილი არ მქონდა, მაგრამ მეგობრების დაჟინებული თხოვნით (სხვათა შორის ოჯახისაც), რეგისტრაცია გავიარე.
_გამარჯვებას არ ელოდი?
_სიმართლე გითხრათ-არა, ერთად-ერთი სურვილი მქონდა საუკეთესო ხუთელთა სიაში ჩემი საცელიც ყოფლიყო.
_წლევანდელი "მის საქართველო" თუ მოგწონს?
_კი, ცირა სუქნიძე  ძალიან ლამაზი დამეგობრული გოგონაა.
_ზოგადად ქართველ მოდელ გოგონებზე რას ფიქრობ?
_ბევრი კარგი გარეგნობის გოგონა გვყავს, მაგრამ უმეტესობა დასახვეწია: მორცხვები არიან, ხალხში იბენევიან... ამას თუ დაძლევენ, ბევრს აქვს შანსი, რომ წარმატებული მოდელი გახდეს.
_გიორგი, შენს ყურადღებას როგორი გოგონები იპყრობენ?
_უბრალო გოგონები."ფუტლარებს" ვერ ვიტან (იცინის) შეიძლება გოგონა გარეგნულად მომხიბვლელი იყოს, მაგრამ თვალებში რომ შეხედავ მიხვდები - საინტერესო არაა...

ჟურნალი გზა
ავტორი:ეთო ყორღანაშვილი

No comments:

Post a Comment